თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელები შეუერთდებიან

თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 20 წლის გახდებოდა. პანკისის ხეობაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელები შეუერთდებიან. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მაშინდელი სპეცოპერაციის ყველა ხელმძღვანელი პირის დასჯას.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ ზუსტად 15:00 საათზე აქციაზე სიტყვით გამოსვლა დაიწყება.

ზაზა სარალიძე კი აცხადებს,  რომ რუსთაველის გამზირიდან შვილმოკლული მამები არსად აპირებენ წასვლას სანამ მათი შვილების საქმეები გამოძიებული არ იქნება.

თემირლანმაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ, 25 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს შუბლში ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.