SOS! – „ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს! ხმას არავინ იღებს!!!“

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ბატონო ბიძინა, თქვენი სახელით ვარძიას ბულდოზერი მიაყენეს – ვარძიის ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობას! “ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით მესხური ტერასების რეკონსტრუქცია მიმდინარეობსო, – ეს არის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ოფიციალური კომენტარი. რეალურად იქ მესხური ტერასები არასდროს ყოფილა. ეს ამბავი გუშინწინ გავიგე და სანამ ასე საჯაროდ მოგმართავდით, სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარე.

ამ ცემენტით დათხაპნილი ტერასებიდან რამდენიმე მეტრით ქვემოთ (იქ სადაც მუზეუმის ადმინისტრაციის მოქმედი შენობაა), ბლოკით უსახური შენობა აუგიათ. განმიმარტეს, რომ ეს იქნება მუზეუმის ადმინისტრაციის ახალი შენობა, ესეც ვარძიის ხედის დამახინჯების ხარჯზე.

შენობა გადახურულია, კარ-ფანჯარა ჩადგმული აქვს და ახლა ამ შენობის კორექტირება უნდა დაიწყონო, – ასე მითხრეს სააგენტოში.

ვარძიისთვის ძალიან სოლიდური თანხაა გამოყოფილი და ახლა ამ თანხის “ეფექტური ათვისება” მიმდინარეობსო, – კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს. არ ვიცი ეს “ქართუმ” გამოყო, სახელმწიფომ, თუ ორივემ ერთად, მაგრამ ის ვიცი, რომ ამ ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ვარძიამ ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიაროს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოვარდნის კანდიდატი გახდეს!“

ჩვენ ნინო მიქიაშვილს დავუკავშირდით.

-უბედურება ისაა, რომ ეს დაფარულად არ ხდება და ხმას არავინ იღებს!!!

რა, მარტო მე დავინახე ეს უბედურება ვარძიის ძირში? რამდენიმე დღეში ამ ყველაფერს (და არა მარტო ამას) გავგზავნი იუნესკოში.

-ფიქრობ შედეგი იქნება? ან არ დაგვიანდება?

-საუბედუროდ უშედეგო იქნება ეგეც, სანამ იუნესკო რეაგირებას ინებებს, მანამდე გააუბედურებენ იქაურობას.

-რამეში ხედავ გამოსავალს? მითუმეტეს დღეის მდგომარეობით?

-სამწუხაროდ, მაგის რეცეპტი მე არ ამქვს, ვისაც რა შეგვიძლია და ვისაც როგორ გვეტყვის გული, ისე უნდა მოვიქცეთ, სიტუაციისდა მიხედვით.

მასალას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ბექა ბარამიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კულტურულ ძეგლს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

-პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ არც ერთ ჟურნალისტს და მათ შორის არც ქალბატონ ნინო მიქიაშვილს ჩვენთან თანამშრომლობის პრობლემა არ აქვს. არაერთხელ გვითქვამს ნინოსთვის მადლობა. გახსოვთ ალბათ , სწორედ მიქიაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღვკვეთეთ დარღვევა და პროკურატურაშიც შევიტანეთ სარჩელი. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მას მივეცი სატელეფონო განმარტება და არა ინტერვიუ. ამ სამუშაოებს ასრულებს არა ფონდი „ქართუ“, არამედ მუნიციპალური განვითარების ფონდი.

არსებობს ვარძიის ნაკრძალზე რეგიონისთვის დამახასიათებელი ე.წ. “მესხური ტერასებისა” და ვიზიტორთა ცენტრის საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებითი ბარათი, რასაც აუცილებლად მივაწვდი თქვენს სააგენტოსაც და რაც ვფიქრობ ნათელ წარმოდგენას   შექმნის პროექტის მიმდინარეობაზე.

ვრცლად კომენტარი იხ.

https://www.gmtv.ge/45499-2/