“დავის განმავლობაში ორჯერ მოხდა თანხის შემცირება უნივერსიტეტის სასარგებლოდ”

2018 წლის 20 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით შეუზღუდა სტუდენტების მიღება. მიზეზად დასახელდა უნივერსიტეტის ფინანსური არამდგრადობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და უნივერსიტეტი მდგრადობას ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტაციით.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/45444-2/

სტუდენტებმა და საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. შემდეგ აქციის მონაწილე სტუდენტებს განათლების მინისტრი შეხვდა.

იხ.

https://www.gmtv.ge/45448-2/

დღეს პრესკონფერენციაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ დასახელებული ყადაღის საკითხი უსაფუძვლოა.

-ავტორიზაციის საბჭოს მიერ დასახელებული ყადაღის საკითხი, რომ უსაფუძვლოა ნათელია, ვინაიდან
საგადასახადო ჯარიმის გამო უნივერსიტეტის ქონებას სასამართლოს განჩინებით დაედო ყადაღა. ამ ეტაპზე, ჯარიმის თანხა შეადგენს 712114,56 ლარს. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე მიმდინარეობს დავა. დავის განმავლობაში ორჯერ მოხდა თანხის შემცირება უნივერსიტეტის სასარგებლოდ.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. 2018 წლის 8 ოქტომბერს ჩანიშნულია სასამართლოს ხდომა შემოსავლების სამსახურის ბრძანების განსახილველად.

დავის უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ დასრულების შემთხვევაში, უნივერსიტეტს მობილიზებული აქვს სახსრები ჯარიმის დასაფარად“-ნათქვამია განცხადებაში.