„ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდა”

პრემიერმინისტრის შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან

ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით – ამ სიტყვებით მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას.

სერჯო მატარელამ, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს პრემიერ-მინისტრს თბილი და მეგობრული დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

შეხვედრისას, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე გაამახვილა და მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისა.

„ჩემთვის საამაყოა, რომ ვარ პირველი სახელმწიფო მეთაური, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდა”

თავისმხრივ, მამუკაბახტაძემ სერჯო მატარელას საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ იტალიის პრეზიდენტის სტუმრობა კარგი დასტურია ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანისა.