ნასამ მარსზე გასაფრენი ხომალდის ძრავა გამოსცადა

29 ივლისს, მისისიპის შტატში, ჯონ სტენისის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, ნასამ წარმატების გამოსცადა შორეულ კოსმოსში მოგზაურობისთვის მშენებარე რაკეტის SLS ძრავა RS-25.

ნასა ამ ხომალდით ადამიანის გაშვებას აპირებს კოსმოსში იმ მანძილზე, სადაც ჯერ კაცობრიობას ფეხი არ დაუდგამს. ექსპერტები ამბობენ, რომ SLS-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება მარსზე მოგზაურობაც.

ძრავას მეორედ 18 აგვისტოს გამოცდიან, გაფრენის პირველი ტესტი კი 2018 წელს განხორციელდება.

CojecnIXYAQ9z2T.jpg large

კომენტარის დატოვება