„მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს გამარჯვება”

პირველ რიგში, მთავარი დამსახურება ამ არჩევნების არის ის, რომ საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ, ეს ნიშნავს უფრო მეტ ნდობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების უფრო მეტ მონაწილეობას და თანამშრომლობას ქვეყნის მართვის პროცესში, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ აისახება საქართველოს მომავალზე დადებითად.

„მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, ლიდერებს, ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება. ჩვენ მომდევნო დღეებში ვეცდებით, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ მომავალ წარმატებებში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში არაერთი პრობლემა რჩება. „ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, ოჯახს სჭირდება სახელმწიფოს თანადგომა და ჩვენ ამ საქმეს ხვალიდანვე შევუდგებით. საქართველომ დაამტკიცა, რომ პანდემიის პირობებშიც შეუძლია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.