გიორგი აბრამიშვილი – რუსეთ-საქართველოს ომის გმირი ექიმი

11 აგვისტოს სამხედრო ექიმის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 2013 წელს, სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე  2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ექიმის გიორგი აბრამიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ინიციატივით კი სამხედრო ჰოსპიტალს  დაღუპული ექიმის სახელი მიენიჭა.

სამხედრო ექიმი ორმაგად დასაფასებელია, რადგან ის იცავს სამშობლოს და მათ, ვინც ჩვენს სამშობლოს ემსახურება. ძალიან ბევრი ექიმი შეეწირა მტრის ტყვიას.

გოგა აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს, გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ჰოსპიტალის დაბომბვისას შედეგად დაიღუპა. 2009 წლიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სიღნაღში ერთ – ერთ ქუჩას, სადაც გოგა აბრამიშვილი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა.

11 აგვისტოს, 11:00 საათზე, სოფელ შინდისში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც ქ. გორში გიორგი აბარამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გამართავს შეხვედრას სამხედრო ექიმის დღესთან დაკავშირებით.

სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს 1992 წლიდან აღნიშნავენ.

კომენტარის დატოვება