“მე ზუსტად ვიცი, რომ პარლამენტში ვართ!” –ბურჯანაძე ხმების დაცვას აპირებს

“ხვალ დილით სულ სხვა შედეგი იქნება!”

დემოკრატიულ მოძრაობაეგზიტპოლის მონაცემებს არ ენდობაეს განცხადება პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. ბურჯანაძის თქმით, მისი ამომრჩევლები აცხადებენ, რომ არავითარ ეგზიტპოლში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ბურჯანაძე მხარდამჭერებს მიმართავს იყვნენ მაქსიმალური მობილიზებულნი, რათა მოხდეს ხმების დაცვა.

რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომლითაც მუდმივად ხდება მანიპულირება საქართველოში, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ტელევიზიებშიც კი 30% რჩება პასუხგაუცემელი. გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად იცით, ჩვენი მომხრეები იყვნენ გაფრთხილებულნი, არცერთ ჩვენს მომხრეს არ გაუცია პასუხი ეგზიტპოლების შეკითხვისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, როგორი მანიპულირება ხდება ეგზიტპოლების მიერ,“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

კომენტარის დატოვება