საბაგირო „მაღლივი – ბაგების“ მიმართულებით, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიხსნება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება. ინფორმაციას ipn-ი აქვეყნებს.

თსუ-ს მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია უახლოეს ხანებში დასრულდება. პროექტს შპს „საქსპეცტრანსი“ ახორციელებს.

„მაღლივი – ბაგების“ მიმართულებით საბაგიროს მეშვეობით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.

საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 20 ადამიანზე იქნება გათვლილი. მგზავრობის სავარაუდო ღირებულება 1 ლარი ან უფრო ნაკლები იქნება.