ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, წევრი ადვოკატებისათვის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელებას ცდილობს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, პროფკავშირის წევრი ადვოკატებისათვის მნიშვნელოვან სოციალური პროექტის განხორციელებას ცდილილობს, რაზედაც საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, პროფკავშირის თავმჯდომარე უფლებადამცველი გიორგი თევზაძე პროფკავშირის facebook-ze ( საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი Gaipu) პროფკავშირის წევრებისათვის განცხადებას აქვეყნებს, აქვე თევზაძე მათ მიერ სახელმწიფო უწყებებთან მიწერილ წერილებს და მიღებულ პასუხებსაც ასაჯაროვებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრებს ძვირფასო წევრებო, სახელმწიფო უწყებებთან და ინვესტორთან განხორციელებლი კონსულტაციების, აგრეთვე სა და ინვესტორს შორის გაფორმებული ურთიეთგაგების მემორანდუმის გათვალისწინებით საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი იწყებს მოსამზადებელ სამუშაოებს, საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებული სოციალური პროექტისათვის“ (საპილოტე პროექტი) კრიტერიუმების დადგენის მიზნით.

-“აპ პროექტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ახორციელებს მხოლოდ ორგანიზაციულ–სამართლებრივ მოქმედებებს და არ აქვს შემხებლობა ფინანსურ საკითხებთან. პროექტით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 15 დღის ვადაში მოგვაწოდოთ წერილობითი განცხადება პროექტში მონაწილეობის თაობაზე და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტების ასლები:

1. პირადობის მოწმობა;

2. შვილების დაბადების მოწმობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან რეგისტრირებული მისამართის მიხედვით;

4. ქირავნობის ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. წარდგენილი პირადი საჩივარის და თანდართული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

6. საინფორმაციო ბარათი სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრიდან;

7. საპენსიო მოწმობა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში;

8. შვილ(ებ)ის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიოანი ბაზიდან (100 001 სარეიტინგო ქულამდე) (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მითითებული დოკუმენტების ასლები წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამის დედან დოკუმენტებთან ერთად.

განცხადებების წარდგენა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ადვოკატთა პროფკავშირის სამდივნოში სამუშაო დღეებში, 15.00–17.00 სთ. მისამართზე: ქ. თბილისი, კოტე აფხაზის #4, მე–3 სართული.,

599148420 მამუკა ტივიშვილი, 593949843 გიორგი თევზაძე.