“კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, „ოცნება“ გაიყვანს 25 მაჟორიტარს…”

არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა. მთელ წინასაარჩევნო კამპანიას უკვე გვერდიდან ადევნებდა თვალს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე.

გამომდინარე იქიდან, რომ მისი არაერთი პროგნოზი გამართლებულა, მომავალი არჩევნების შესაძლო შედეგების შესახებ სასაუბროდ სოსო მანჯავიძეს გავესაუბრეთ.

-როგორ ფიქრობთ, მეორე ტური მოსალოდნელია?

-კახი კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, „ოცნება“ გაიყვანს ყველა, ანუ 25 მაჟორიტარს.

-როგორ ფიქრობთ, ეს დადებითი მოვლენაა?

-მე გეუბნებით რა იქნება ჩემი ხედვით, კარგია თუ ცუდი, ეს მეორე საკითხია.

-და საბოლოო ჯამში როგორ დაკომპლექტდება თქვენი აზრით თბილისის საკრებულო?

-„ოცნებას“ თბილისის საკრებულოში ეყოლება 39-40 დეპუტატი, 6-7 დეპუტატი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“, ფრაქციას შექმნის „ევროპული საქართველო“, ეყოლება თუ არა მას 3-ზე მეტი  დეპუტატი  დამოკიდებული იქნება იმაზე, გადალახავს თუ არა ბარიერს „პატრიოტთა ალიანსი“.

-თქვენი აზრით, ოპოზიცია გადაიტანს პროცესებს ქუჩაში?

-ოპოზიციას ქუჩაში პროცესების გადატანის რესურსი ამ ეტაპზე არა აქვს.

-წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებთ?

-ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ზოგადად არჩევნები აფორმებს პოლიტიკური ძალთა განლაგებას. ამ ეტაპზე “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ ველზე კონკურენტი არ ჰყავს და აბსოლუტურ უპირატესობას ფლობს.

მომავალი გვიჩვენებს,რამდენად გონიერად გამოიყენებს ის ამ ვითარებას.