მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე ამერიკაში გადაიყვანეს

მექსიკის ხელისუფლება დათანხმდა ნარკობარონის „ელ აპოს“ ამერიკაში ექსტრადირებას. ხუაკინ გუსმანი უარყობს წაყენებულ ბრალდებას მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე. ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო არა მხოლოდ ნარკოტიკების კონტრაბანდით, არამედ ადამიანთა გატაცებითა და შეკვეთილი მკვლელობებით.

„ელ ჩაპო“ რამდენჯერმე გაიქცა მექსიკის ციხიდან, მაგრამ 2016 წელს ის ისევ დააკავეს. დაკავება მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა.

ახლა კი მექციკის ხელისუფლება დათანხმდა დაკავებულის ამერიკაში ექსტრადირებას. მას როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საშიშ დამნაშავეს გაძლიერებული დაცვით მიაცილებდნენ.

დღეს ბრუკლინის ხიდი ცოტა ხნით სწორედ ამიტომ გადაიკეტა.

კომენტარის დატოვება