ახლა რას იტყვით, მარიხუანას დამთესველებო? კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა შეწყდეს!

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე მთავრობას და შს სამინისტროს მიმართავს და „გირჩის“ ქმედების აღკვეთას მოითხოვს. ჭყოიძე პოლიტიკურ გაერთიანებასაც მიმართავს და დანაშაულის წახალისებაში სდებს ბრალს.

-„რუსთაველზე, ავარიის შედეგად გარდაცვლილი სოფო ბერიძის საქმეში ბრალდებულს, გიორგი ჯაფარიძეს მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა.

ახლა რას იტყვით, მარიხუანას დამთესველებო? კიდევ შეაგულიანებთ მის მომხმარებლებს? მოიხმარა მარიხუანა და ახალგაზრდა გოგოს სიცოცხლე შეიწირა, მერე მასიურად რომ დაიწყებთ „პლანის“ მოწევას, წიწილებივით გაგვჟლიტავთ ან სხვა რაიმე საშინელებას ჩაიდენთ!

მივმართავ მთავრობას და შსს-ს, დაანებეთ თავი შერჩევით პოლიტიკას და დასაჯეთ კანონდამრღვევები! რა პასუხს აძლევთ სოფო ბერიძის ოჯახს? კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა შეწყდეს მარიხუანას გამო?

მიიღეთ ზომები სანამ ხალხი თავად გააკეთებს ამას!“

კომენტარის დატოვება