ლევან იოსელიანი – ყველასთვის ნათელი გზავნილია ჩვენი მეგობრების განცხადებები ევროკავშირიდან, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს და ამ ყველაფერმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს

მთავარი გზავნილი, რომ დებატებმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები აღარ უნდა იყოს”. ამასთან, იოსელიანი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმრების საკითხი ამ კონტექსტში უფრო ადვილი გადასაწყვეტია.

“ნათელი გზავნილია ყველასთვის ჩვენი მეგობრების განცხადებები ევროკავშირიდან, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს და ამ ყველაფერმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ეს არის მთავარი გზავნილი დებატებმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში და მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს სწორედ ამ შედეგით. კონსენსუსი უნდა შედგეს სასამართლოს, პროკურატურის რეფორმირების საკითხზე და სხვა იმ საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული”, – განაცხადა იოსელიანმა.