,,ოცნებისა” და ,,ნაცმოძრაობის” ურთიერთკეკლუცს ერთმანეთის მიმართ შეიძლება, საბოლოო მიზანი ჰქონდეს და ეს იყოს სააკაშვილის განთავისუფლება – ნათია მეზვრიშვილი

ამ ორი პარტიის ურთიერთკეკლუცს ერთმანეთის მიმართ შეიძლება საბოლოო მიზანი ჰქონდეს –  არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს სააკაშვილის განთავისუფლება – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის ნაბიჯი, რასაც ,,ქართული ოცნება” დგამს არის მიმართული იმისკენ, რომ შეინარჩუნონ ერთპიროვნული მმართველობა.

,,ყველა ის ნაბიჯი, რასაც ,,ქართული ოცნება” დგამს არის მიმართული იმისკენ, რომ შეინარჩუნონ ერთპიროვნული მმართველობა აბსოლუტურად ყველა რგოლში. ჩვენ პირველივე დღიდან მკაფიოს განვაცხადეთ, რომ ეს არის მიუღებელი.

პირველი შეთავაზება, იყო რომ ჩვენ შევუერთდებოდით ამ ორი პარტიის შეთანხმებას, მაგრამ ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მეორე შეთავაზება იყო, რომ ჩვენს კანდიდატურებს დავაყენებდით და მოადგილეები მათი მხრიდან ყოფილიყვნენ, არც ამაზე მიგვიღია პასუხი. სურათი დავინახეთ მკაფიოდ. ის, რაც ახლა ხდება თბილისის საკრებულოში, ნათლად გამოჩნდა რეგიონებშიც.

ამ ორი პარტიის ურთიერთკეკლუცს ერთმანეთის მიმართ შეიძლება საბოლოო მიზანი ჰქონდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს სააკაშვილის განთავისუფლება.” განაცხადა მეზვრიშვილმა.