თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ კანონმა, ისევე როგორც გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის შესრულება აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„პრემიერთან ერთად მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა, ისევე როგორც გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია“ – განაცხადა პრეზიდენტმა.