რატომ შეწყვიტა შიმშილობა ვეფხია ღვალაძემ

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 10 შვილის მამა, ვეფხია ღვალაძე ჯერ აშშ-ს საელჩოსთან, შემდეგ კი მთავარ პროკურატურასთან შიმშლობდა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%95/

ვეტერანი აცხადებდა, რომ შიმშილობას უვადოდ გააგრძელებდა

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%95-%e1%83%a2%e1%83%a7/

თუმცა დღეს მან პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვა .

რა გახდა შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი? ამ კითხვაზე თავად ღვალაძე აცხადებს, რომ უკვე ადვოკატი ჰყავს, საქმეც დაიძრა და არ უნდა ხელი შეუშალოს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ თუ სამართლიანობა არ აღსდგა, ისევ დაჯდება საშიმშილოდ.

-მთავარმა პროკურორმა თბილისში ჩამოიყვანა გურჯაანის პროკურორი და ჩემი საქმის გამომძიებელი, საქმე დაიძრა, თან ახლა უკვე ადვოკატი მყავს, ზაზა ხატიაშვილი დამეხმარა. ასე რომ არ მინდა ხელი შევუშალო. ორშაბათს ადვოკატი რასაც მეტყვის, ისე გავაგრძელებ. ერთი კი იცოდეს ყველამ, რომ არ ვაპირებ გაჩერებას და ბოლომდე ვიბრძოლებ. როგორც ვიცი საქმე ცემის ფაქტზე უკვე აღიძრა. იმედი მაქვს სიმართლე იზეიმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლას გავაგრძელებ“-განაცხადა ვეფხია ღვალაძემ.