არ ვაპირებ ვეტერანებს, ქვეყნის წინაშე დამსახურებულ ადამიანებს ვუღალატო!

„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვეტერანთა ჰოსპიტალთან არსებული საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ემზარ ქვარიანი ამბობს, რომ 2 დეკემბერს საბჭოს სხდომა, რომელზეც ჰოსპიტალის საკითხი განიხილებოდა მის გარეშე ჩატარდა. მისი თქვით ჰოსპიტალს, რომელიც ამჟამად იამანიძის ქუჩაზე მდებარეობს, სთავაზობენ ალტერნატიულ ფართს და ეჭვობს, რომ „ვიღაცას“ შენობის გასხვისებს და ტერიტორიის მითვისება აქვს დაგეგმილი. ქვარიანი ვეტერანებს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს.

-„ყველა ვეტერანმა რომ იცოდეს, არ გამოვრიცხავ, ვეტერანთა ჰოსპიტალთან არსებული საზოგადოებრივი სამელთვაყურეო საბჭო დავტოვო.
2 დეკემბერს განხილულმა ვეტერანთა ჰოსპიტლის საკითხმა გარკვეული ვეტერანების უკმაყოფილება გამოიწვია და სამართლიანადაც! იქიდან გამომდინარე, რომ მავანმა და მავანმა არ ჩათვალა საჭიროდ  საქმის ვითარება მცოდნოდა, მე, როგორც ამ საბჭოს წევრი, არ ვიყავი მიწვეული სხდომაზე, აქედან გამომდინარე  ვიხსნი პასუხისმგებლობას.

მინდა ყველა ვეტერანმა იცოდეს, მე ყოველთვის ვიქნები ჩემს პოზიციებზე, რასაც ვეტერანების კეთილდღეობა და სიმართლისთვის ბრძოლა ჰქვიან. არ ვაპირებ ვეტერანებს, ქვეყნის წინაშე დამსახურებულ ადამიანებს ვუღალატო”.

კომენტარის დატოვება