“საქართველოში დიქტატურის დამყარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”, ეკონომიკის ექსპერტი

მინდა, რომ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ჩემი მოკლე ანალიზი. ძალიან მნიშვნელოვანია რეალობის ადექვატური აღქმა. განსაკუთრებით კი კრიზისული მენეჯმენტის მიზნებისთვის.

ბოლო დღეებში კვლავ გააქტიურდა არაჯანსაღი დისკუსიები საბანკო სექტორის “ზენორმიული” მოგებების შესახე. პირველ რიგში გასაოცარი თავად ტერმინის წარმოშობაა და შინაარსია. ნეტა ვინ დაადგინა მოგების ნორმები და ვის მოსდის თავში ასეთი არაადექვატური იდეები – ბიზნესს(თუნდაც ბანკებს) დაურეგულირის მოგების ზედა ზღვარი. ან აკრიტიკოს რატომ ხარ წარმატებულიო!? შევეცდები მარტივად დაგანახოთ რეალობა:
ბანკების ძირითადი აქტივები დოლარშია. საკრედიტო პორტფელების 80%-მდე დოლარშია. ისინი ხომ ფინანსურ რესურსებს ძირითადად საზღვარგარეთიდან მოიზიდავენ და ზუსტად ამ სავალუტო რესურსების ხარჯზე ამუშავებენ ქართულ ეკონომიკას. შესაბამისად შემოსავლების ლომის წილი დოლარშია. მოგება-ზარალის ბალანსს კი ლარებში ადგენენ. ზუსტად იმიტომ, რომ ლარი ეროვნული ვალუტაა და ანგარიშგება ეროვნულ ვალუტაში დგება. შესაბამისად ლარის დევალვაციის ასეთი ტემპების პირობებში კურსთაშორის სხვაობა რომ აისახება ბუღალტრულად ეს ქმნის ასეთ სურათს და მოგებაში ლომის წილი ზუსტად კურსთაშორის სხვაობის შედეგად ყალიბდება – ლარებში. სინამდვილეში კი ფინანსური სურათი სხვაა. იგივე ხდება ნებისმიერი ექსპორტიორი კომპანიის ბუღალტერიაშიც. მაგრამ, აქცენტები ბანკებზეა გადატანილი. იმიტომ, რომ ადვილად სასპეკულაციო თემაა.

ეს ხელისუფლება იმდენს იზავს, რომ ეკონომიკის ერთად-ერთ ჯანსაღ და მართლა საამაყო სეგმენტსაც ჩამოშლის და აი მერე ნახეთ თქვენ კრიზისი და “შვი პური”. მომინდომეს აქ იმ სისტემის რეფორმირება, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. რეფორმირება კი არ ჭირდება საბანკო სექტორს, არამედ რაც შეიძლება მეტი ბანკის შემოყვანა ქვეყანაში და კონკურენციის მაქსიმალურად გაზრდა. ესენი კი პირიქით, მონოპოლიზაციის გზით წავიდნენ და მთლიანად სპობენ კონკურენციის პრინციპებს. რა ვქნა, მეტი მარტივად როგორ ავხსნა? მესმის, რომ სპეციფიკური ცოდნაა საჭირო ამის გასაგებად. არავის ვაკრიტიკებ ამისთვის. მაგრამ, იმაზე ვბრაზდები, რომ ამ ფაქტით ათასი პოლიტიკური ძალა ითბობს ხელს სპეკულირების გზით, ხელისუფლების თამადობით და ქვეყანას, მის ეკონომიკას ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნიან.

დიქტატურისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი!!!

კიკორიას თემის წამოწევა; დუნდუას მხრიდან არაადექვატური შეტევა საბანკო სექტორზე; რესპუბლიკა ბანკის შთანთქმა; ლიბერთი ბანკის მესაკუთრეების შეცვლის მოლოდინი; რუსული “ალფა” ბანკის საქართველოში შემოყვანა; საქართველოს ბანკის, როგორც ნაც.მოძრაობის ბანკის აქტიურად მოხსენიება; ეს ყველაფერი ხელისუფლების ახალი ავანტურული და აგრესიული თამაშის წამოწყებაა, რათა ხელისუფლების სრული უზურპაციის ფონზე ქვეყნის ფინანსური სექტორიც სრულ კონტროლ ქვეშ მოაქციონ და საბოლოოდ მოკლან დემოკრატიული გარემო ქვეყანაში. მისი არსებობისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების გაუვნებელყოფით. ფინანსური სექტორის მთლიანად რეიდერული მეთოდებით ხელში ჩაგდებით, ივანიშვილი მთლიანად შეზღუდავს ქვეყანაში ოპოზიციური ძალების დაფინანსების ლეგიტიმურ წყაროებს და მთლიანად დაიმონებს ბიზნესს. ბანკებზე შეტევა ამ ავანტურის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ტოტალიტარიზმი სხვანაირად კი არ იბადება ქვეყანაში!? ზუსტად ასე, მეთოდურად და მიზანმიმართულად იწყებს ყველა ახალშობილი დიქტატორი. ნუ წაუყრუებთ ამ პრობლემას. თორემ ხვალ უკვე გვიანი იქნება.

კომენტარის დატოვება