ყურადღება! 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი გადაიკეტება

თბილისის მერიის განცხადება

 საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, დღეს, 25 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან – დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება. სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე,  იმავე საათებში, 26 ნოემბერსაც განხორციელდება.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“  ახორციელებს.