დროა გავიღვიძოთ! საქართველოს მოქალაქეების ღირსება შელახულია და საჭიროებს დაცვას!

“ბენგურის აეროპორტში საშინელებები ხდება – ადვოკატი დავით ჩიხლაძე არ შეუშვეს ქვეყანაში, გადაიყვანეს ციხეზე და ორი დღის შემდეგ დააბრუნეს სახლში” – არასამთავრობო ორგანიზაციის “უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის” თავმჯდომარე, თამარ იოვაშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო რეჟიმის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს!

“მინდა მივმართო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს არა თხოვნით , არამედ მოთხოვნით,  აღდგეს სავიზო რეჟიმი!

მინდა მივმართო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით,  შეისწავლოს ისრაელის ტერიტორიაზე საქართველოს საკონსულო განყოფილების საქმიანობა, და სავარაუდოდ გააუქმოს,  რადგან არაფრის მაქნისია ჩვენი კონსული!

ალექსანდრე ჯიშკარიანი ხელფასს იღებს, როგორც პენსიას, რადგან ყველაფრით არის დაკავებული,  გარდა იმისა,  რომ დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ისრაელის ტერიტორიაზე.

მინდა მივმართო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, იქნებ გაგახსენდეთ,  რომ საქართველოს მოქალაქეების ღირსება შელახულია და საჭიროებს დაცვას? და დროებით გადავდოთ გეების და ლესბოსელების დაცვა და არსებით საქმეებზე გადავიდეთ.

რამ აღმაშფოთა?

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი, უფლებათადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებათა დაცვის ასოციაციის”ხელმძღვანელი, ადვოკატი დავით ჩიხლაძე გაემგზავრა ისრაელში. მას სურდა,  გაერკვია ადგილზე რა ხდება საზღვარზე და მართალია თუ არა,  რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები უხეშად ირღვევა.

ყველამ ვიცით,  რომ ბენგურის აეროპორტში საშინელებები ხდება. გარწმუნებთ,  რომ დავითს ყველა დოკუმენტი ჰქონდა წესრიგში, ასევე ჰქონდა ფული ქეშად და ბარათზე, მაგრამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს ქვეყანაში , გადაიყვანეს საემიგრაციო ციხეში და ორი დღის მერე დააბრუნეს საქართველოში!!!

ასევე მინდა შეგახსენოთ,  რომ საიმიგრაციო ციხის თანამშრომლებმა არ დაუბრუნეს დავიდს ჩემოდანი პირადი ნივთებით… ალბათ,  ძალიან მოეწონათ დავითის საცვლები.

რა თქმა უნდა კონსულმა არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დახმარებოდა დავითს და მესაზღვრე ბორისს (გვარი არ ვიცი) უთხრა, რომ ყველაფრის უფლება აქვს და საერთოდ არ არის ვალდებული, რამე ახსნას.

დარწმუნებული ვარ, რომ დავით ჩიხლაძე მისცემს ამ ყველაფერს სამართლებლივ შეფასებას,  მე კიდე ვდავამატებ იმას,  რომ რამდენიმე დღის წინ ბენგურის აეროპორტში მესაზღვრეებმა სასტიკად სცემეს ქართველი ჟურნალისტი და რა…? არაფერი !!! იმიტომ რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები აბსოლუტურად დაუცველები ვართ ყველა ქვეყანაში. იმიტომ რომ ჩვენი საოცნებო მთავრობა ჩვენ არ გვიცავს არსად, არც აქ,  საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე.!!! მე მგონი, დროა,  გავიღვიძოთ!!!!!!! ‘ – წერს თამარ იოვაშვილი.

კომენტარის დატოვება