“დავით გარეჯი საქართველოა! ვითხოვთ საზღვრების დამდგენ კომისიასთან შეხვადრას!” – 29 ივნისს აქცია დაანონსდა

საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი საქართველოსთვის” 29 ივისს 16:00 საათზე მთავრობის სახლთან აწყობს აქციას “დავით გარეჯი საქართველოა”

აქციის მონაწილეები საზღვრების დამდგენ კომისიასთან შეხვადრას მოითხოვენ.

GMTV საინიციატივო ჯგუფი “ერთიანი საქართველოსთვის” წევრს, გიორგი ტყელამაძეს დაუკავშირდა.

-თუ არ შეგხვდებიან კომისიის წევრები, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი და გაგრძელდება თუ არა აქციები?

-თუ არ შეგვხვდნენ კომისიის წევრები, აუცილებლად განვაგრძობთ ბრძოლას და გავივლით ყველა ეტაპს. დაველოდოთ 29 ივნისს და თუ არ შეგვხვდებიან კომისიის წევრები, შემდეგ უკვე ახალ სამოქმედო გეგმას დავაანონსებთ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ არ მივაღწევთ დასახულ მიზანს.

29-ში აქცია იქნება პერფომანსის სახითაც და აუცილებლად გამოვიწვევთ ხმაურს, რათა მოხდეს რეაგირება-გვითხრა ტყელამაძემ.