შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. ათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

ამ დროისთვის ცნობია ბრალდების შუამდგომლობა, თუმცა სავარაუდოდ ეს პატიმრობის მოთხოვნა იქნება. მანამდე ადვოკატები საქმის მასალებს ელოდებიან , სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა 17 დაკავებულიდან, ვის რა როლი აქვს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაში.