გაფრთხილება მოსახლეობას – ხვალ დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი მიუახლოვდება

დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი 3200 Phaethon-ი უახლოვდება. ამის შესახებ NASA-ს ცენტრი იტყობინება.

ციური სხეული დედამიწას 17 დეკემბერს 10 313 040 კილომეტრზე მოუახლოვდება.

3200 Phaethon-ის დიამეტრი 5,1 კილომეტრია. ის აპოლონების ჯგუფს მიეკუთვნება. ასტეროიდს გამობურცული ორბიტა აქვს და მზესთან ახლოს მიდის, სწორედ ამის გამო მას კომეტის თვისებები აქვს.