,,საჭიროა ახალი სანქციების პაკეტი, ამას შეიძლება ვუწოდოთ უბრალოდ მორალი, როცა უარს ამბობ ტერორისტისთვის ფულის მიცემაზე” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჭიროა ახალი სანქციების პაკეტი, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უარყოფა.

ზელენსკი ასევე მიმართავს უკრაინელებს და აღნიშნავს, რომ არსებობს მილიონობით გზა მათი თავისუფალი მომავლისთვის.

,,თუ შეჭრა გაგრძელდება და რუსეთი არ უარყოფს თავის გეგმებს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ საჭიროა ახალი სანქციების პაკეტი. ახალი სანქციები ომისა და მშვიდობისთვის, რუსეთის ექსპორტის ბოიკოტი. კერძოდ, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უარყოფა. ამას შეიძლება ეწოდოს ემბარგო ან შეგვიძლია ვუწოდოთ – უბრალოდ მორალი, როცა უარს ამბობ ტერორისტისათვის ფულის მიცემაზე” – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობა უკვე მუშაობს იმაზე, თუ როგორ აღადგინოს ქვეყანა.

,,უკრაინის მთავრობა უკვე მუშაობს იმაზე, თუ როგორ აღადგინოს ჩვენი ქვეყანა, გამარჯვების შემდეგ. როგორ მივცეთ მეტი ძალა ქვეყანას – სანამ ვიბრძვით. შეიქმნა სპეციალური დახმარების პაკეტი” – აღნიშნავს ზელენსკი.