,,ჩვენს დროშაზე სისხლი, შავი ლაქები და სვასტიკები არ არის და არც არასდროს იქნება – ჩვენ ვწყვეტთ კონტინენტის მომავალს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენს დროშაზე სისხლი, შავი ლაქები და სვასტიკები არ არის და არც არასდროს იქნება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა გაუძლოს იმას, რაც არცერთ ევროპულ ქვეყანას არ გამოუცდია ბოლო 80 წლის განმავლობაში.

,,ჩვენს დროშაზე სისხლი, შავი ლაქები, სვასტიკები არ არის და არც არასდროს იქნება. უკრაინის დროშა არის მიწა. მშვიდობიანი, ნაყოფიერი, ოქროსფერი და ტანკების გარეშე. ჩვენი ცა არის მშვიდობიანი, ნათელი, ლურჯი და რაკეტების გარეშე. ასეც იყო. და ასეც იქნება.

ჩვენ უნდა გავუძლოთ იმას, რაც არცერთ ევროპულ ერს არ უნახავს 80 წლის განმავლობაში. სწორედ ჩვენს მიწაზე წყდება, გახდება თუ არა სხვა ქვეყანა ევროპაში იგივე აგრესიის მსხვერპლი. მე ამას ვეუბნები მსოფლიოს ლიდერებს.  ჩვენ ვწყვეტთ კონტინენტის მომავალს” – აღნიშნავს