11 მარტს, პარასკევს, რუსეთი მთლიანად გამოეთიშება გლობალურ ინტერნეტს

11 მარტს, პარასკევს, რუსეთი მთლიანად გამოეთიშება გლობალურ ინტერნეტს – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ფინანსური კომპანია Market Rebellion ავრცელებს.

რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ვებსაიტები და სერვერები რუსეთის ზონაში. 2019 წლის მარტში რუსებმა ჩაატარეს ტესტი, რომლის დროსაც ისინი გათიშულები იყვნენ დანარჩენ მსოფლიოსგან. თუმცა, ბოლოს  მხარი დაუჭირეს გლობალურ  ინტერნეტ კავშირს.

ამჟამად რუსეთის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო შესაბამისი დოკუმენტების გაგზავნა სატელეკომუნიკაციო სერვისების ყველა მფლობელისთვის (პორტალები, რესურსები, საიტები).