ახალი სკანდალი – ბრიტანული გამოძიება ცუკერბერგსაც დაუპირისპირდა, მან უკვე $5 მილიარდი დაკარგა…

ბრიტანეთის ხელისუფლება ელოდებო ორდენს კომპანიაში Cambridge Analytica ჩხრეკის ჩასატარებლად. როგორც ბრიტანეთში ამბობენ, კომპანია ეჭვმიტანილია ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს სოციალური ქსელის ტრამპის სასარგებლოდ წარმართვისა და არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენაში. ბრიტანული გამოძიება მარკ ცუკერბერგსაც „ურტყამს“, რადგან Cambridge Analytica-მა სწორედ Facebook-ის მონაცემები გამოიყენა. ამ სკანდალმა შესაძლოა აშშ-ს პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტი უხერხულობა შეუქმნას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ამერიიკაში უკვე დიდი ხანია იკვლევენ ტრამპის კავშირს რუსეთთან.

ოფიციალური ბრიტანეთი აცხადებს, რომ 2013 წლიდან Cambridge Analytica პოლიტიკური რეკლამის მიზნით ფეისბუქის ატიათასობით მომხმარებლის პირად მონაცემებს აგროვებდა. ბრიტანეთი თვლის, რომ ამ კომპანიამ და ცუკერბერგმა 2016 წელს ტრამპს დახმარება გაუწიეს გამარჯვებაში.

ახლა ცუკერბერგს უკვე ამერიკაშიც პრობლემები ექმნება. სავაჭრო-კონტროლის პალატამ უკვე დაიწყო შემოწმება ჰქონდა თუ არა ადგილი ფეისბუქიდან პირადი ინფორმაციის რეალურად გაჟონვას ფა აძლევდა თუ არა წვდომას ცუკერბერგი Cambridge Analytica-ს.

ახალი ინფორმაციის გამო, როგორც ადგილობრივი მედია ამბობს, ცუკერბერგმა უკვე 5 მილიარდი დოლარი დაკარგა.