სამურაის 400 წლის წინ დაწერილი წიგნი და რჩევები, რომლებიც უნდა წაიკითხო და შეისმინო!

დაახლოებით 400 წლის წინ, იაპონელმა სამურაიმ, მუსასი მიამოტომ, რომელსაც მსოფლიო ბენოსუკე მიამოტოს სახელით იცნობს, დაწერა წიგნი „ მარტოსულის გზა“. მუსასი განთქმული და დაუმარცხებელი მეომარი იყო. მას როგორც ბრძენკაცს-ისე იცნობდნენ და მის აზრს ყველა პატივს სცემდა.

საოცარია, მაგრამ 400 წლის წინ დაწერილი წიგნი დღესაც აქტუალურია და მეტიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ენაზეა გამოცემული. გამომცემლები ამბობენ, რომ მკითხველის მოთხოვნით წიგნის ტირაჟი ყოველწლიურად იზრდება.

ამ წიგნში მუსასიმ თავისი ცხოვრება აღწერა, თუმცა ბრძნული დარიგებები რომ წაიკითხოთ, ისე გეგონებათ, თითქოს ავტორი 400 წლის წინ კი არა, ახლა, ამ წუთას თქვენს გვერდით ზის და თანამედროვეობის ბინადარია.

ცალკე ბროშურებად არის გამოცემული სამურაის 20 შეგონება, რომელიც, რგორც ამბობენ ყველა ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს და კარგად დაფიქრდეს.

  1. ისწავლე მიიღო ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. მიიღე ყოველი დღე, როგორიც არის და თუ არ მოგწონს, შეეცადე შეცვლა შენი თავით დაიწყო.
  2. ნუ ეძებთ სიამოვნებას მშიერი მგლის მადით. ისიამოვნე შენთვის და არა სხვის დასანახად!
  3. ნუ იქნები იმპულსური!
  4. ნუ დახარჯავ დროს ფუჭად! ნუ გადაყვები მხოლოდ საკუთარ თავს, გახსოვდეს, შენს გვერდით ადამიანები არიან!
  5. ნუ მისცემთ ეჭვს შესაძლებლობას მართოს თქვენი ცხოვრება!
  6. იგრძენი, რომ რაღაცის მიღწევა ძალიან გინდა!
  7. მოეშვით წუწუნს! ნუ იცოდებთ საკუთარ თავს-ხელი გაქვს, ფეხი გაქვს, გონება გიმუშავებს-შექმენი და იმოქმედე!
  8. ნუ ჩავარდებით დეპრესიაში განშორების გამო! გახსოვდეს-ყველაფერი წარმავალია!
  9. არასდროს შეადარო თავი სხვას. ყველა ადამიანი მისთვის დამახასიათებელი ნიშნებითაა გამორჩეული, იყავი შენ და არა სხვა შენ!
  10. ნუ მისცემ ინსტიქტებს შენზე ბატონობის უფლებას.
  11. იყავი მუდამ გახსნილი!
  12. ნუ იქნები გარემოცვის მონა! არ მოგწონს? შეცვალე!
  13. იყავი გაწონასწორებული!
  14. მუდმივი არაფერი არ არის, შენი სხეულიც კი. სიკვდილის შემდეგ ასანთის კოლოფსაც კი ვერ წაიღებ!
  15. არასდროს გააკეთე რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ასე აკეთებს!
  16. ნუ გეშინია სიკვდილის!
  17. არასდროს გაიმეტო სხვა მოსაკლავად! ომი ომია-ცხოვრება კი ცხოვრება. მკვლელობის ჩამდენი უსუსური და სუსტია, ის ვერასდროს გაუძლებს იმ ცოდვას, რაც თავად დაიდო თავს!
  18. სიმდიდრე – ეს არ არის ცხოვრების მიზანი! ნუ დახარბდები!
  19. დაიცავი შენი სინდისი!
  20. გახსოვდეს-წუთს დიდი ძალა აქვს-1 წუთს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ნუ დაკარგავ წუთს!