ადვოკატი ზელენსკის კანდიდატობიდან მოხსნას მოითხოვს

«Украинские новости» ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადვოკატის, ანდრეი ჰილკოს განცხადებით, კიევის სასამართლომ დაიწყო საქმე ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატობიდან მოხსნის თაობაზე.

მისი თქმით,ეს არის მეექვსე სააპელაციო სასამართლო, რომელსაც მიმართა.

ადვოკატმა დასძინა, რომ სასამართლო 20 აპრილს 21:00 საათზე გაიმართება.

სხდომამდე კი მედიისთვის ბრიფინგი ჩატარდება.