ბზობას გილოცავთ! იხარეთ!

ბზობა – ბაიაობა

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ტროპარი: დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაჲ დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მჴსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

იესო ქრისტეს მოსახლეობა დიდი სიხარულით და ზეიმით შეეგება, სიხარულის და პატივისცემის გამოსახატავად კი მას ფეხქვეშ ზოგი პალმის ტოტებს უგებდა, ზოგი თავის ტანსაცმელს. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა წევს. მას ხატების გვერდით აწყობენ მთელი წლის განმავლობაში და მიიჩნევენ, რომ იგი ოჯახს უბედურებისგან იცავს.