ზაზა სვანაძე ფეისბუქ-პოსტების გამო დააკავეს

ზაზა სვანაძე დააკავეს, ამის შესახებ ნინო ჯღარკავა წერს ფეისბუქზე:

“სამართალმა პური ჭამა, ზაზა სვანაძე დაკავებულია მუქარის მუხლით, დიდი მადლობა დიდუბის რაიონის პროკურორს ნიკა დგებუაძეს, თბილისის პროკურორს, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს პირველად მოხდა ამ 7 წლის მანძილზე რეაგირება ჩემს განცხადებაზე, იმედი გამიჩნდა, მადლობა!” – ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ასევე აქვეყნებს მეორე პოსტს, სადაც წერს:

“ვითხოვ დაცვის პროგრამაში ჩასვან ჩემი შვილო, ზაზა სვანაძეს მიერ გააქტიურებული ჩემი ძველი პოსტის გამო მემუქრება მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი მრევლი!!!!”

ნინო ჯღარკავამ მას შემდეგ მიმართა პროკურატურას რაც, ზაზა სვანაძემ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე.

“მუქარის მუხლით გამოძიება დაიწყო,პროკურატურის ჩარევით,დამირეკა გამომძიებელმა და მივდივარ დიღმის განყოფილებაში! თუ ეს ავადმყოფი მანიაკიახლაც არ დააკავეს ,, ადამიანს აიძულებენ მერე გადაბოროტებას! პირდაპირ ვაცხადებ მე არასდროს ზაზა სვანაძისთვის არაფერი მიმიწერია,არასდროს მას არ დავმუქრებივარ,,ორი წელი მერჩოდა თვითონ,მერე მიხდიდა ბოდიშებს ,მირიგდებოდა,მერე ისევ მაგინებდა და ეს გრძელდებოდა დიდხანს,ამ ბოლო ხანს 8თვეა საეერთოდ არ ვაქცევდი მის პოსტებს ყურადღებას,ნანა ლეჟავას პოსტზე რომ დავწერე სოლიდარობის კომენტარი,ამის გამო გაცოფებულა თურმე,არადა 200 ჟურნალისტი უცხადებდა ჩემს გარდა ნანას სოლიდარობას,არავის შეხებია ჩემს გარდა და ჩემს გამო შვილს გადაწვვდა! გაიგეთ არაა ჩემი შვილი სოციალურ ქსელში აქტიური ,არ ერევა არავის საქმეში და გაფრთხილებთ ყველას ნუ გადაგვაბოროტებთ! გამოძიება ბოლომდე მიიყვანეთ!ვარ საოცრად მშვიდი და როცა მშვიდი ვარ მაშინ ვარ საშიში იცოდეთ ცივ გონებაზე!სროლა დასწრებაზეა !” – წერდა ნინო ჯღარკავა, –  “ოთხი დღეა გავერიდე ყველაფერს ველოდები კანონს, ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და საავადმყოფოში დავდივართ, მიწვევენ ცუდად, შსს პროკურატურა ბოლოჯერ გთხოვთ მიიღეთ ზომები, ესაა პირდაპირი მუქარა, არც ჩემს შვილს და რც მის მეგობრებს ერთი სიტყვ ა არ მი უწერიათ ამ. ავადმყოფისთვის, ჯერ მშვიდი. ვარ, ველოდები კანონს!დროზე გამიუწერეთ შემაკავებელიორდენი ამ მანიაკს და დააკავეთ!”

შეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: 

ჟურნალისტ ნანა ლეჟავას შესახებ სოციალურ ქსელში ბინძური კამპანია დაიწყო, რომლის ავტორიც სოც.ქსელის მომხმარებელი და თვითაღიარებული ჟურნალისტ-რეჟისორი ზაზა სვანაძეა. ჩვენ შეგნებულად არ ვაქვეყნებთ მის ტექსტს, ვინაიდან ეთიკურად არ ვთვლით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელებისგან არავინ არის დაზღვეული.

ზაზა სვანაძის პოსტს ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

,,ამ ქვეყანაში ყველა მეტ…ეს აქვს უფლება შეურაცხყოფა მოგაყენოს, დაგაბრალოს და მერე შენ რა უნდა ქნა, დადგე და თავი იმართლო? სულ გატარება არ გამოდის!!! შინაგან საქმეთა სამინისტრო – ან მიხედავთ ამ ავადმყოფს, იცით ვისზეც ვსაუბრობ, ან ორშაბათიდან მე მივხდავ! ამ ლოქოს ცემა ნამდვილად არ გამიჭირდება , თან სახალხოდ!!!!” – წერს ნანა ლეჟავა და პოსტის კომენტარებში დასძენს: – ” პოლიციას საქმე აქვს აღძრული , ჩვენება მივეცი, სხვა რა გავაკეთო??? ერთ გზას მიტოვებენ მხოლოდ!!!”

“ვერ გაიგეს რომ ასეთი ავადმყოფი საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს?!”

წყარო: progressnews.ge