ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა დაიწყო

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში უკრაინული მხარე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით დღეს წარდგება. ხვალ თავის პოზიციას რუსული მხარე გამოხატავს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს აგრესიასა და უკრაინელი ხალხის გენოციდზე.

უკრაინა რუსეთს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ეწირება. კიევის მოთხოვნით, ამ დანაშაულისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.