რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომის პაპი 29 მარტს გემელის ჰოსპიტალში სუნთქვის გაძნელების გამო გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მას ბრონქიტი დაუდგინდა.