სარფის საბაჟოზე დააკავეს კაცი, რომელსაც საქართველოდან თურქეთში 1 100 ფუტკარი სხეულით გადაჰყავდა

თურქეთში დაკავეს კაცი, რომელსაც საქართველოდან, სარფის გავლით ქვეყანაში 1 100 ფუტკარი სხეულზე მიმაგრებული ხის ყუთებით გადაჰყავდა.

როგორც თურქული მედია იუწყება, კაცმა სარფის საზღვარზე სკანირება უპრობლემოდ გაიარა, თუმცა საეჭვო ქცევის გამო, მებაჟეებმა შეაჩერეს და გაჩხრიკეს.

გაჩხრეკის დროს გაირკვა, რომ თითო ხის ყუთში 1 დედა ფუტკარი და ცხრა მუშა ფუტკარი იყო მოთავსებული.

დაკავებული კაცი რომელი ქვეყნის მოქალაქეა უცნობია.

ასევე, სარფის საზღვარზე, თურქეთში შესული ავტომანქანის საწვავის ავზში 104 კილოგრამზე მეტი წაბლის თაფლი აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა დამატებით საწვავის ავზზე მუშაობდა, რომელიც თაფლით სავსე ავზის გვერდით იყო დამაგრებული.