გახარია „იმედს” მიმართავს – რა განცხადებას ავრცელებს ექსპრემიერი

ექსპრემიერი და პარტია „საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია სამთავრობო მედიას მიმართავს და ამბობს, რომ ნებისმიერ დროს მზად არის „იმედის” ეთერში იდებატოს მთავრობის ლიდერებთან, მათ შორის, ოლიგარქ ივანიშვილთანაც.

„TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში – გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა” – წერს გახარია სოციალურ ქსელში.