რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ქალაქში მომხდარ ტრაგედიაზე მოკლე განცხადებით შემოიფარგლა

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ქალაქში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებას ავრცელებს:

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთავში გუშინ ღამით მუნიციპალური ავტობუსი 4 წლის ბავშვს დაეჯახა. მცირეწლოვანი შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ნახეთ ასევე:4 წლის ბავშვს ავტობუსი დაეჯახა