ამირან გამყრელიძე – ჯერ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის წინაშე – როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ დავასწრებ და უფრო ადრე წავალ

ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვაზე, გაიზიარებს თუ არა ოპოზიციის და ჯანდაცვის თემაზე მომუშავე ცალკეული პირების მოწოდებას, რომ მან იმუნიზაციის პროცესზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს.

„მე არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მე უფრო მეტი თანამდებობიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია. მე ეს არც მაშინებს და არც მაკვირვებს. მხოლოდ და მხოლოდ ის მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს, იმას ის საქმეები, რაც გაკეთებული აქვს, იმაზე უკეთ უკეთებია, ვიდრე მე დღეს ვაკეთებ? თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, სიამოვნებით მივიღებ მათ რჩევას. ჯერ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. როდესაც მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე და ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ. არ მინდა პოლიტიკაში შევიდე, მოგეხსენებათ, ბევრ ინფორმაციას ვფლობ“, – აღნიშნავს გამყრელიძე.