ირაკლი კობახიძე – სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია!

როცა პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ  ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა

მისივე თქმით, „სანქციებს ოპოზიცია უნდა ელოდოს”.

„ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა, დღემდე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი, ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე?! – ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი. ჩვენ ამ ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად, ზედმიწევნით ვმოქმედებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.