ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა კრიპტოვალუტა მოიპარეს

ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა სამხრეთ კორეის ყველაზე პოპულარულ კრიპტოვალუტის ბირჟაზე Bitthumb-ზე შეტევა განახორციელეს და 7 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ მოპარული კრიპტოვალუtის ღირებულება ახლა უკვე 83 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ ჰაკერებმა 36 000 მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციაც მოიპარეს.

სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ჰაკერებმა გამოიყენეს იგივე ჰაკერული კოდი, რომელიც გამოიყენა ჰაკერთა დაჯგუფება Lazarus-მა 2014 წელს. სამხრეთკორეელები აცხადებენ, რომ მსგავსი შეტევა სექტემბერში, კრიპტოვალუტის სხვა სისტემა Coinis-ზეც განხორციელდა. ამიტომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოკორეელი ჰაკერები თავდასხმას ახორციელებენ.