ხულოში მე-12 კლასელი გარდაცვლილი იპოვეს

ხულოში, დღეს დილით მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე ამბობს, რომ მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სუიციდი გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, მე-12 კლასელის ოჯახი სოფელ ვაშლოვანიდან ხულოს სოციალურ სახლში გადმოსახლდა. რესურსცენტრის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გამხდარიყო.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.