ნაცვლად იმისა, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე

მარიამ ახალკაცი

15 წლის ლუკა სირაძის ცხედარი დიდუბის ეკლესიიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს, მას ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მოზარდი 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. იმავე დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოზარდის საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა, რომელსაც ბრალად ჩვენების მიცემის იძულება ედება.

ლუკა სირაძის დაკრძალვას, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

“გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება არ დატოვოს კვალი, ნაცვლად იმისა, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლუკა სირაძის დაკრძალვაზე.