დავით ასათიანი:ფორმალურად ვაჟა გაფრინდაშვილის განაჩენის გასაჩივრების 10-დღიანი ვადა არსებობს

მარიამ ახალკაცი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის განმარტებით  ფორმალურად ე.წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა არსებობს, მთლიანობაში კი ღონისძიებები კომპლექსური ხასიათისაა:

„როგორც ვიცი, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა შედგა და გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმა. ჩვენ და ოჯახი ორშაბათიდან შევეცდებით, რეალიზაცია მოვახდინოთ ზოგიერთი სამართლებრივი ხასიათის ინსტრუმენტის და ამაზე დამატებით ჩვენ განცხადება კიდევ გვექნება. ამასთანავე, საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო მექანიზმებით, დიპლომატიური გზებით და ყველა შესაძლო არხით მუშაობა გრძელდება, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს. ოჯახის მხრიდან არის მოლოდინი, რომ მაქსიმალურად გააქტიურდება და კოორდინაციაში იქნება ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ვაჟა ექიმის გათავისუფლებასთან“, – აღნიშნა დავით ასათიანმა.