ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მარიამ ახალკაცი

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

ექიმის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში არანაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია და მკურნალობა გრძელდება.

“უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. არსებითი ცვლილებები არ გახლავთ”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ინციდენტის შემდეგ ცოტნე გამსახურდიას გულმკერდის არესა და თავის ტვინზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

გამსახურდიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს  ამასთანავე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი.