ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი ურტყამდა და მესამეთი ბლაგვი საგანი?

მარიამ ახალკაცი

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის თქმით, ის გამოძიებას უნდობლობას არ უცხადებს, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმება გამოძიების ვერსიას, რომ ცოტნე გამსახურდიას თავს მხოლოდ ერთი ადამიანი დაესხა:

“ჯერჯერობით გამოძიებას არ მოუცია ჩვენთვის საფუძველი, რომ არ ვენდოთ, ყოველ შემთხვევაში აქამდე, მე არ გამომიცხადებია უნდობლობა გამოძიებისთვის, პირიქით ოპერატულობისთვის მადლობაც გადავუხადე, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო, კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ 1 ადამიანი დაესხა თავს ცოტნეს და 4 იქ მოწმედ იმყოფებოდა, როგორ ერთ ადამიანს ერთ ხელში დანა ეჭირა, მეორეთი ურტყამდა და მესამეთი ბლაგვი საგანი? ცოტნე იყო ძალიან ძლიერი ვარჯიშობდა ბევრს, ფიზიკურადაც დიდი და ჯანმრთელი იყო და ცოტნეს ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანი ვერ მოერეოდა,” – განაცხადა ანა ჯაბაურმა.