თამარ ივერის პასუხი კინწურაშვილს: გრცხვენოდეთ!

როგორც უკვე ცნობილია, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი მომღერალ თამარ ივერს სიძულვილის ენაზე საუბარში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს:

-„მივმართავ ქვეყნის ხელისუფლებას,
საქართველოს სახალხო დამცველს,
უფლებადამცველ ორგანიზაციებს და
დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში

უკვე დიდი ხანია, სახელგანთქმული მომღერალი თამარ ივერი სიძულვილის ენით საუბრობს.
ახლა კი მისმა მოწოდებებმა კულმინაციას მიაღწია.
ქალბატონი ივერი სისხლისღვრით იმუქრება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც ჰომოფობიისგან განკურნებულა!“

მომღერალმა კინწურაშვილს პასუხი ისევ სოციალური ქსელით გასცა.

-„გრცხვენოდეთ ბატონო დავით,იმაზე უფრო პატარა ადამიანი ყოფილხართ ვიდრე მეგონეთ.ვხედავ რომ უკვე ფლიდურად “სკრინშოტებზე” გადახვედით თეატრის ასე თუ ისე ექს სამხატვრო ხელმძღვანელი.
დასის წევრთა,თქვენს უშუალოდ მაჯვენა ხელთა,თეატრის დირექტორის და ყველა თქვენი მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ შანტაჟისთვის ვხედავ რომ სეზონის დახურვისთანავე მოიცალეთ.ამით ხალხს და დასს უფრო აყვარებთ თავს თუ პირიქით? შეეგუეთ რომ ხალხის მასებს და საკუთარ დასს აღარ სურს თქვენი ხელმძღვანელობა და მშვიდობით “გაიხურეთ კარები”.მაგრამ ამის მაგივრად,ვხედავთ რომ დასს კულტურის სამინისტროს და იურისტების ზეწოლით სეზონი მზაკვრულად დაახურინეთ და ეხლა გაასმაგებული გესლით იწყებთ თქვენს წინაარმდეგ “შეთქმულ” ხალხთა შურისძიებებს.
დიახ,პასუხს ვაგებ ყოველ სიტყვაზე თქვენს მიერ “დასკრინშოტებულ” ჩემს სტატუსში!!! თქვენ თბილისის ასწლოვანი ტრადიციების ოპერის თეატრს,მის დასს და ქართულ საოპერო სამყაროს ნამდვილად უკურნებელ სიმსივნედ ექეცით.თქვენის წყალობით საქართველოში ოპერა კვდება და სულს ღაფავს.და ამ თქვენმა თანამდებობიდან არ წასვლის და “ბღაუჭის” პროცესმა მით უფრო გაამყარა ეს აზრი ყველა ადამიანში!!!! სიტყვა “სიმსივნე” “ანთება” თუ “სახადი” ეს ალეგორიული გამოთქმებია და სრულად გამოხატავს დასის აზრს თქვენდამი.აქ ჰომოფობიური ნამდვილად არაფერია და ეხლა,ბოდიში მოიხადეთ და ნუ ცდილობთ უკვე შანტაჟის გზით თამარ ივერს იმ ძველ “ჭრილობაზე” მარილი დააყაროთ. აღარ გამოგივათ ეს იაფი ტრიუკი!!!! მაგრამ,დავიბენი,თუ თვლით რომ მე,როგორც ჰომოსექსუალს გაყენებთ შეურაცყოფას და გავიწროებთ,მაშინ აგვიხსენით და გაგვეხსენით ბატონო,ყოველგვარ “ქამინგ ოუტს”მივესალმები.ისედაც არის დასში თქვენს მიმართ ამაზე ეჭვები და თუ ეს ასეა,დასამალი არაფერია.მხოლოდ ერთს კი გეტყვით რომ თქვენგან განსხვავებით,მსოფლიო საოპერო თეატრებს ბევრი გენიალური ჰომოსექსუალი დირექტორი ხელმძღვანელობს და საკმაოდ წარმატებითაც.ისინი ჩემი საუკეთესო კოლეგები არიან,ისინი მასაქმებდნენ და გვერდზე მედგნენ წლების მანძილზე და თქვენგან განსხვავებით,საკმაოდ კაცური,ღირსეული პოზიცია უჭირავთ თეატრებში დასის მიმართ და თქვენისთანა უღირსი იარაღებით არასოდეს არ იკადრებენ მომღერლებთან და დასის წევრებთან ბრძოლას!!!
გრცხვენოდეთ,ყოველ მხრივ პატარა ადამიანო!”

 

კომენტარის დატოვება