NDI და CRRC-საქართველომ კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა (ვიდეო)

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ დღეს დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. 

კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა – არ იცის.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-თ „ქართული ოცნება“ ლიდერობს. 

ამ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 27%; არც ერთი პარტია – 24%; არ ვიცი – 15%; უარი პასუხზე – 13%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; „ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა – 7%.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას. კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:

”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია – 30%, უარი პასუხზე – 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი – 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა – 1%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არაფერი იცოდა. 

კითხვაზე: საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა და 26 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ „დიახ“, 69%-მა განაცხადა, რომ „არა“ და 7%-მა – არ იცის.

https://www.facebook.com/crrc.ge/videos/935353816633173/?hc_ref=ARQd6lfXvRqMBA9L6ke0WIi-pxzHONt60ABMOlOhX1H8ET2CoBzGk-RlCQlFCPIQeaA