“ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები …”

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი შეაფასა.

„ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები, როგორც არჩვენების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვის იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტის საქმიანობას, საზოგადოებაში მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობას და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს ეხება, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის ეს საკითხები საინტერესოა.