„საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დგება“

უფლებადამცველის, გიორგი თევზაძის განცხადებით საქართველოს საკონსულტაციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას საქართველოს პრეზიდენტი აღარ უხელმძღვანელებს, ეს გადაწყვეტილება მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან კომისიის ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ დააყენებს.

„ საქართველოს საკონსულტაციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას საქართველოს პრეზიდენტი აღარ უხელმძღვანელებს. მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციას კითხვის ქვეშ აყენებს, ამასთანავე როგორც სჩანს იგეგმება პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა , მაშინ ეს იქნება ძალიან არადემოკრატიული გადაწყვეტილება, რითაც პარლამენტის და პრემიერ მინისტრის ძალაუფლება განუზომლად გაიზრდება და აღნიშნული გადაწყვეტილება თავის მხრივ დადებით გავლენას ნამდვილად არ მოახდენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რაც საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს გააჩენს“-აცხადებს  არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე.

კომენტარის დატოვება