როგორც ყოველთვის, გაუგებრობაში ვართ ანუ Только мы, грузины умеем камни грызть

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“რუსულ-ირანულ-სირიულმა ალიანსმა ალეპო აიღო.

” გლინკორი” ყატართან ერთად “როსნეფტის” 20% ყიდულობს.

”ოპეკმა” რუსეთთან შეთანხმებით ნავთობის მოპოვება შეამცირა,რამაც ნავთობის ფასის აწევა და რუბლის გამყარება გამოიწვია.

ტრამპის მრჩეველი კარტერ პეიჯი მოსკოვში ჩავიდა და განაცხადა რომ უკრაინის ამბების გაშუქება “მიკერძოებულობის ნიმუში” იყო,ხოლო ვაჭრობა რუსეთთან უაღრესად მომგებიანია და უნდა განახლდეს.
მთელს ევროპაში იზრდება მემარჯვენე ნაციონალისტური განწყობილებები.

ამ დროს, სად იყო და სად,არა,უკრაინას ,რატომღაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ,კერძოდ, აფხაზეთი გაახსენდა და საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დააყენა.
ეს იმ დროს,როცა ტრამპი ღიად აცხადებს,რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის.

გაეროში საქართველოს ელჩმა განაცხადა,რომ ეს მნიშვნელოვანი და სასიხარულოა,ვინაიდან უკრაინა უშიშროებოის საბჭოს წევრია.

მინდა ვცდებოდე,მაგრამ იმ ვითარებაში,როცა ტრამპის გუნდთან კომუნიკაციის არარსებობის პირობებში დიდია საფრთხე,რომ ტრამპმა, საკითხის აქტუალიზაციის შემთხვევაში იგივე გაიმეოროს აფხაზეთთან მიმართებაში.
ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი მანევრის საშუალება მოგვესპობა და უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით რუსეთის წინაშე.

ძალიან საინტერესოა,იყო თუ არა საქმის კურსში საქართველოს მთავრობა უკრაინის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

ასევე საინტერესოა,როდემდე უნდა გაგრძელდეს იან კელის ინსტრუქციების ბრმა მორჩილება.
ამერიკა ტრამპის გამარჯვებისშემდეგ ღიად დაუპირისპირდა სოროსს და გლობალისტებს.ჩვენ კი ამ დროს სოროსისა და მარგინალური ლიბერალიზმის ფორპოსტად გვიპირებენ გადაქცევას.

როგორ ყოველთვის,გაუგებრობაში ვართ,რაც ახალ პრობლემებს გვიქადის.

რას იზამ-Только мы, грузины умеем камни грызть”

კომენტარის დატოვება